4-02-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება.
„თუ ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, რომელიც არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დაბრუნდება და გაზაფხულზე „ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს.