4-02-2019
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთ ლაივ ვიდეოს, პოსტით გამოეხმაურა.
კალაძე ლაივ ვიდეოს მიმდინარეობისას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონზე დგას.
,,ჩემი ბიბლიოთეკის ფონზე მაინც არ იდგე. ქუდი რომ შეგიგდონ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შენს უკან,მაინც ძალით ვერ შეგიყვანს კაცი,თორემ უცებ გასწავლიდნენ გამართულ საუბარს და საერთოდ, ცოტა აზრზე მოგიყვანდნენ“- აღნიშნავს სააკაშვილი.