გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე ჩვენება მისცა

4-02-2019

ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, საქმეზე დღეს პროკურორ ზვიად ფხაკაძის ჩვენება მოისმინეს, რომელიც მან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატებს მისცა.


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ-ს საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, თუმცა ადვოკატებს მაინც აქვთ უფლება, მტკიცებულებების დემონსტრირება მოახდინონ. სხდომაზე დღეს ზვიად ფხაკაძის ჩვენების მხოლოდ ნაწილი მოისმინეს.


როგორც პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, მტკიცებულების განხილვა დღეს დაცვის მხარის მოთხოვნით შეწყდა.


„დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად ფხაკაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულის გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე დავიწყეთ, თუმცა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, მტკიცებულების განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით შეწყდა. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, აღნიშნული ახსნა-განმარტება განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ზვიად ფხაკაძე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაკითხული, მას დაესვა კითხვები ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც უდავო მტკიცებულება”, – ბესიკ განაცხადა ქვარცხავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930