გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
81 წლის ასაკში მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

4-02-2019

ცნობილი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, გურანდა გაბუნია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გურანდა გაბუნია 1938 წელს დაიბადა, 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.


ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.


კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა(ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი(რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი(ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი(ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე(სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე(ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე(ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა(როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა(ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930