5-02-2019
ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილ 16 წლის მოზარდს მე-8 დღეა ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე რიონსა და შავ ზღვაში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება, ვიდრე არასრუწლოვანს არ იპოვნიან.
ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები.
„საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი 16 წლის მოზარდი“ - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.