5-02-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.