5-02-2019
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფება ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.
ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე იმსჯელებს უმრავლესობა. 6 თებერვალს უმრავლესობის სხდომაც გაიმართება.