გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევა

5-02-2019

ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ნასვამი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისთვის პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება.


დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ვიდეოკამერებით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულებიც დააკლდებათ.


ძალოვანი უწყების ცნობით, პროექტის მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031