გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კარატესა და კალათბურთში მოამზადებენ

5-02-2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა
მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში: N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (ქ.თბილისი), N2 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ქუთაისი), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ. თბილისი) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.


სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი მწვავედ დგას N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე აქტუალურია N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის.

ინიციატივის შინაარსიშემდეგია: არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.


მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ორი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები იუსტიციის მინისტრთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ გაიცნეს მსჯავრდებულები და სამომავლო მუშაობის მეთოდზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს. გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციამ არასრულწლოვნებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო კალათბურთის ფედერაციამ მათ საქართველოს ნაკრების მაისურები და კალათბურთის ბურთები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031