5-02-2019
თბილისში პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომას 121 დეპუტატი ესწრება.
დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ყოველ წლიური ანგარიშით წარდგება. კობახიძე კანონმდებლებს ასევე მომავალი წლის სამოქმედო გეგმასაც გააცნობს. გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარეს ფრაქციები კითხვებსაც დაუსვამენ.
მიმდინარე კვირაში ასევე უწყების ანგარიშით პარლამენტის წინაშე განათლებისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებიც წარდგებიან.