გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად

5-02-2019

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე

ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა.


„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად. ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აგრეთვე მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031