გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სიღარიბე სახელმწიფოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება

5-02-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე , ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ პარლამენტი ისწრაფვის მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ ყველა იმ მიმართულებით, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის და სხვა მომიჯნავე სფეროებში განხორციელდა.


მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გარემოს დაცვის მიმართულებით.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიღარიბე სახელმწიფოს წინაშე მდგარ ერთერთ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს, ქმნის რა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. მისივე თქმით, მწვავეა ჭარბვალიანობის პრობლემაც, რომლის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.


„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031