გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს

5-02-2019

  „პარლამენტი მიმდინარე წელს  არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს  2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. 


 პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში იქნება გამოხატული.


 „საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი ორგანულ კანონს მიიღებს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია.


ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად. აქტიურად ვიმუშავებთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს. გარდა ამისა, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ, პარლამენტი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას  რეგულარულად მიაწვდის.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930