გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ

5-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის აღრიცხვიანობისადი ახალი მიდგომის შემდეგ პირველი წლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა და ამის მაგალითი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - ქურდობაა.


,,დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა - ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას - ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე.“ - განაცხადა მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნით 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქურდობის აქტუალობა ასევე დაკავშირეულია ამ დანაშაულში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან. ,,ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორ 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა.“ -განაცხადა მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031