გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ქურდობის 4 ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა

6-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა

ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ქურდაბაში ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბატას” მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი"-ის გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს” და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.


არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031