გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა - ამ პრინციპებით ვიმუშავებთ უმრავლესობის შიგნით

6-02-2019

„მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად, და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში - „პირისპირ“, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა და უმრავლესობა ამ პრინციპით იმუშავებს.


„ჩვენთვის მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, მთავარია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა. ამ პრინციპებით ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, იგივე უმრავლესობის შიგნით, როცა გაიმართება შეკრებები. მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად, და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება -ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031