გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პანკისელი პედაგოგები ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით ჩავიდნენ

6-02-2019

ბელგიაში, ბრიუსელში, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფისთვის, საინფორმაციო სასწავლო ვიზიტი დაიწყო.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნატალია საბანაძესთან. სტუმრებს ელჩი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის

მნიშვნელობისა და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრა.


მასწავლებლები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ინფორმაციას ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.


ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ბელგიის კერძო სკოლაში -"Ecole International Mongomery”. პედაგოგები ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.

"ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილთან ზოგჯერ გვიწევს კამათი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ამაზე განსხვავებული აზრი და უარყოფითი შეხედულება, მაგრამ აქედან დაბრუნებული კიდევ უფრო შევეცდები, რომ ავუხსნა და ცნობიერება ავუმაღლო ჩემს მოსწავლეებს", - აღნიშნავს დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნატო-ს სათაო ოფისში.


პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.


პროექტის მხარდამჭერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაა.


პროექტი 7 თებერვლამდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930