გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ქართული ოცნების“ ოფისში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

6-02-2019

“ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.


როგორც მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, საუბარი „ქართული ოცნებიდან“ რიგი წევრების გარიცხვას არ შეეხება და განხილვის თემა იქნება, რა ნაბიჯები გადაიდგას სასამართლო სისტემაში შექმნილი სიტუაციის მოგვარებისთვის ისე, რომ მოხერხდეს გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.


მმართველი გუნდის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ არ გამორიცხა, რომ უმრავლესობის სხდომას არ დაესწრებოდა, თუმცა დღეს დილით ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სხდომაზე მივა. თავის მხრივ, გუნდის დატოვების შესაძლებლობის საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გედევან ფოფხაძე.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930