6-02-2019
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელისა და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება იგეგმება.
სამინისტროს ცნობით, მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები და პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. ასევე, გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.
ასევე, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის.