გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოგიჩაიშვილი: პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება აცდენილია ხალხის სურვილთან

6-02-2019

პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება მთლიანად აცდენილია ხალხის სურვილთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.


„განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხის სურვილთან. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება თითქოს ის მოსამართლეები, რომლებიც გუშინ ცუდები იყვნენ დღეს არიან კარგები, რაც ასე არ არის. არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.


რაც შეეხება კითხვას, ვაპირებ თუ არა დავტოვო „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031