7-02-2019
პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმენენ. მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.
მინისტრი განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეგორმებზე ისაუბრებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ფრაქციებს საშუალება ექნებათ, მიზეილ ბატიაშვილს კითხვები დაუსვან. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ, - დაანონსებულ რეფორმებსა და სამეგრელოს ინციდენტთან დაკავშირებით.
განათლების მინისტრთან ძალიან ბევრი მწვავე კითხვა დაგროვდა. პირველ რიგში, ესაა ია კერძაიას თემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეფორმის მსგავსი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რეალურად მხოლოდ ერთ რამეს, გამოცდების გაუქმებას და არაფერს სხვას. მინისტრს ჰგონია, რომ გამოცდების გაუქმების გზით გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს, ეს სრულიად კატასტროფული მიდგომაა, “ - განაცხადა „ეცვროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.