გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთში ტახზე „შეყვარებული“ ღორი ფერმიდან გაიქცა და სანიაღვრე არხში გაიჭედა

26-01-2018

ღორმა, სახელად პენელოპე, გადაწყვიტა გარეულ ტახს ადევნებოდა და ფერმიდან თავის დაღწევა სცადა. რჩეულამდე მისასვლელად კი, სანიაღვრე არხი უნდა გადაელახა. საბოლოოდ, ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა და  წყლიდან თავის დაღწევა გაუჭირდა. 

პენელოპეს დახმარება ფერმის მეპატრონემ სცადა, მაგრამ ცხოველი 130 კილოგრამს იწონის და საბოლოოდ, სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მაშველებს ნახევარი საათი დასჭირდათ პენელობეს ნაპირზე ამოსაყვანად. 

ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031