გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ატოცთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

7-02-2019

შიდა ქართლში, ქარელის მუნიცპალიტეტის მოსაზღვრე სოფელ ატოცის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილი გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრითაა დაშორებული.


არსებული ინფრომაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს წაეკიდა.


ადგილობრივების თქმით, ცეცხლი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გავრცელებულა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოთხი სახანძრო მანქანა გაგზავნა.

ინფორმაცია 6 თებერვალს, საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031