გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში 20 245 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

7-02-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მ.ა-სა და ნ.ა.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20 245.55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 354.74 გრამი) გამოავლინეს.


შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 20 245.55 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031