7-02-2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა 16:00 საათზეა ჩანიშნული. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება, პროცესებს ესწრება მისი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი.
ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 6 ნოემბერს წარუდგინეს.
ფარცხალაძის გვარი დაკავშირებულია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსთან ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებასთან და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში სპორტის ყოფილ მინისტრთან ასევე შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებასთან.