7-02-2019
აზერბაიჯანული პრესა, კერძოდ, გაზეთი «Каспiй» კვლავ იხილავს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, სომეხი ეროვნების მოქალაქისათვის - მიხეილ ავაგიანისათვის დადგმული ბიუსტის საკითხს. დღეს, 7 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იოსებ აბასზადე) მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ბუღაშენში მომხდარ ფაქტზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მხრიდან.
საინფორმაციო პორტალი Region.ge გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 5 თებერვალს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე, დეპუტატამა აზერ სულეიმანოვმა საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბიუსტის გახსნის ცერემონიში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა“.
სტატიაში მოცემულია პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის კომენტარიც - „თუ საჭირო იქნება, ჩვენ კონსულტაციები გვექნება აზერბაიჯანელ კოლეგგებთანო“.
ავტორის აზრით, აზერბაიჯანის მეჯლისის დეუტატებმა უნდა ისარგებლონ სიტუაციით და დელეგაცია უნდა გაგზავნონ თბილისში მოლაპარაკებისათვის.
პუბლიკაციაში ასევე საუბარია აზერბაიჯანელების მიერ თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც 5 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ არ ჩატარებულა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „თბილისის მერიამ ჩვენს თხოვნაზე აქციის ჩატარების ნებართვის შესახებ გვიპასუხა, რომ პარლამენტის წინ ისედაც მიმდინარეობს უვადო აქცია და ამიტომ რეკომენდაცია მოგვცა, მიტინგი არ ჩაგვეტარებიანა. ჩვენც თავი შევიკავეთ არასანქცირებული მიტინგისაგან და ის 8 თებერვლისათვის გადავიტანეთ, სხვა ადგილზე, რაც მივუთითეთ კიდეც მერიისადმი ახალ განაცხადში“.
ერთი სიტყვით, ახლა მხოლოდ იმას უნდა ველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პროტესტი - გამოცოცხლდება თუ არა ხელისუფლება და გადადგამს თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს? გასაგებია, რომ სომხების თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალურად მოხდა, მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მეზობელი ქვეყნის - აზერბაიჯანის პოზიცია და საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა.
ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელებმა და სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა აღმზრდელობითი საუბრები ჩაუტარონ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბუღაშენში მომხდარ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით თანამდებობის მქონე სომხებს, რომ მათ გააცნობიერონ თავიანთი ნაბიჯების შედეგები, როცა საქმე ზემგრძნობიარე საკითხებს ეხება. აი, თუ ასე გაკეთდება, მაშინ, ალბათ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც მოხსნის დღის წესრიგიდან ამ თემას“, - ნათქვამია სტატიაში.
წყარო: region.ge