გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე ხვთისიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია

7-02-2019

7-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია.


ვიზიტის ფარგლებში, 7 თებერვალს, გაიმართა საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები. უზბეკეთის მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე, ილხომჟონ ნიემატოვი.


პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს
და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. ილხომჟონ ნიემატოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დააფიქსირა უზბეკეთის მთავრობის მისწრაფება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობისკენ.


სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას. უზბეკეთის წარმომადგენელი საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების ათვისებით დაინტერესდა. გამოითქვა სურვილი, განვითარდეს თანამშრომლობა მრეწველობის და ვაჭრობის სფეროებში, ასევე, უზბეკეთის მთავრობა დაინტერესებულია, ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით. საუბარი ასევე შეეხო თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდება კონმსულტაციები კომპეტენტურ უწყებებს შორის.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა და შეთანხმდნენ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.


საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრების გამართვა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჯლისის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930