გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანური კომპანიები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ

7-02-2019

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს და ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციის (CEOE) ორგანიზებით, მადრიდში საინვესტიციო მისია გაიმართა.

მისიის ფარგლებში, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც იღებდა მონაწილეობას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართულმა მხარემ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.


შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ესპანური კომპანია ეკონომიკის ისეთი სექტორებიდან, როგორიც არის უძრავი ქონება და სასტუმრო ინდუსტრია, საკვები პროდუქტის გადამუშავება, სამკერვალო ინდუსტრია და ელექტრონიკა. კერძოდ ეს კომპანიებია: Acciona, Ponsa, Construcciones y Auxiliar de Ferrocarriles SA (CAF), Dibaq Diproteg, Arteconfort Hotel, Alteria Automation,ALTERIA AUTOMATION SL და ა.შ


ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა B2B შეხვედრა, განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწე, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACCIONA აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტ ხოაკინ კასტილიო გარსიასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შორის.


შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარი მოლაპარაკებების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის, რადგანაც თავდაპირველად კომპანია ქყვეყნით საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე დაინტერესდა.


გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების პერპექტივების ადგილზე გასაცნობად, საქართველოს ეწვევა ACCIONA-ს სამუშაო ჯგუფი.


ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031