გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბატიაშვილი: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მიმართ მოთხოვნები არ ყოფილა ვირტუალური, მასში საუბარი იყო კანონის დარღვევზე

8-02-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში შემოსულ წერილებთან დაკავშირებით დეპუტატებს პროცედურა განუმარტა, რომ სამინისტროში უამრავი წერილი შემოდის და სამინისტრო ვალდებულია ყველა მათგანზე რეაგირება მოახდინოს.

კონკრეტულად ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით შემოსულ წერილზე, თითქოს ის ანონიმური იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია სამინისტრომ ყველა კონკრეტული განცხადების ავტორი გადაამოწმოს თუმცა, ფაქტია, რომ დარღვევები დადასტურდა, ეს თავად სკოლამაც აღაიარა და გამოასწორა:


„ფაქტია, დარღვევები იყო, რაც სამეურვეო საბჭომაც დაადასტურა. სწორედ მათგან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომ ყველა ხარვეზი გამოსწორებულია. ამის მიუხედავად თქვენ ამბობთ, რომ ვირტუალური, ანონიმური მიწერ-მოწერა გვქონდა? ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მიმართ მოთხოვნები არ ყოფილა ვირტუალური, მასში საუბარი იყო კანონის დარღვევზე, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის აზრით, მსგავს დარღვევებზე, მით უმეტეს, კანონმდებლებისგან მხრიდან რეაგირების უგულებელყოფა მიუღებელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031