გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

8-02-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სომხური წარმოების სხვადასხვა დასახელების 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი. ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულება 3 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031