8-02-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში დღესაც მოუსმენ.
სხდომაზე მინისტრს ფრაქციებისგან მოუწევს შეფასებების მოსმენა. დღესაც, საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრენენ ორ საკითხზე: განათლების დაგეგმილი რეფორმა და ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხი.
პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს გუშინ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე უსმენდნენ. ქართული ოცნებისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.
დღევანდელი სესიის დასასრულს უმრავლესობა და უმცირესობა მინისტრის ანგარიშის შესახებ საბოლოო განცხადებებს გააკეთებენ, რის შემდეგაც მიხეილ ბატიაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.