8-02-2019
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფრომაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან ორი დღის წინ დაიწყო, ხოლო გუშინ კვლავ განახლდა. ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური.