გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფსა და კარწახში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

8-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,კარწახი“ , მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031