გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არადეკლარირებული სიგარეტის წითელ ხიდზე გადმოტანის მცდელობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჯარიმა დაეკისრათ

8-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ , არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031