გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების მინისტრი ოპოზიციას: დღეს თქვენ ისევ სპექტაკლი დადგით

8-02-2019

დეპუტატ სერგი კაპანაძის მიერ პარლამენტში ნაჩვენებ დამონტაჟებულ ვიდეოს საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სიცრუე უწოდა, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მასალა იყო არასრულია და ტენდენციურ ხასიათს ატრებდა.


„დღეს თქვენ ისევ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს, 10 წუთის ნაცვლად ამოგლეჯილ წამებს. ვიდეო გაცილებით დიდია და მისი მთლიანად ჩვენების შემთხვევაში, სულ სხვა სურათი დაიხატებოდა. თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ეს მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. დიახ, თქვენ იქ მოგთხოვდნენ საბუთს, ასეთის არსებობის შემთხვევაში თუმცა, ასევე ჩაიბარებდნენ თქვენ წერილს საბუთის გარეშეც, რაც მოხდა კიდეც. მოგიწოდებთ, აჩვენოთ საზოგადოებას სრული ვიდეო, სადაც ეს ყველაფერი ასახულია. თუმცა, თქვენ ისევ სპექტაკლებს დგამთ და ისევ მანიპულირებთ, სირცხვილია !“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031