გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

10-02-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე რუსთაველის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნათაძის, კოსტავას, ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების, ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031