11-02-2019
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისის მოპირდაპირე მხარეს, ორსართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
დამწვარია 30 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და 200 კვ. მ. სასხვენო გადახურვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 9 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.