გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ინტერვიუ ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ჩინეთი უფრო სარგებლობს, ვიდრე საქართველო

13-02-2019

აზერბაიჯანული გამოცემის კორესპონდენტისთვის - სეიმურ მამედოვისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე საუბრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერესებზე კავკასიის რეგიონში („ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში), ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, პეკინის მიერ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობაზე და სხვა საკითხებზე.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:


ა) ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში: რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით


„ჩინეთი ადრე საკმაოდ კარჩაკეტილი, იზოლირებული იყო გარესამყაროსაგან, მაგრამ მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა - განსაკუთრებით კი 21-საუკუნიდან. ამჟამად ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოს პერსპექტიულ ლიდერად ითვლება, ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ საერთაშორისო ეკონომიკაში. გარდა ამისა, ჩინეთი თავის ენას და კულტურას მთელ მსოფლიოში ავრცელებს და ამ მიზნით ეფექტურად იყენებს კონფუცის ინსტიტუტს.... რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, ჩინური ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიას თავისი ადგილი უკავია, რაც სავსებით თავსდება გლობალური პროექტის - „აბრეშუმის ახალი გზის“ ჩარჩოებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უფრო მეტად ყურადღებას აქცევს რუსულ და პაკისტანურ მიმართულებებს, მისთვის სამხრეთკავკასიურიც პერსპექტიულია, ევროპისაკენ მიმავალი მოკლე გზით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ პეკინს ძალიან ფაქიზი მიდგომა აქვს თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის მიმართ და თვლის, რომ სამხრეთ კავკასია მოსკოვის ინტერესების ზონაა, ჩინეთი ცდილობს ჩვენს რეგიონში მინიმალურად იყოს წარმოდგენილი.


ბ) ჩინეთი და საქართველო: ვაჭრობის მდგომარეობა უარესდება


„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობები მოქმედებს, 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ორი ქვეყნის ვაჭრობის ბალანსში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, უფრო გაუარესდა. საქართველოს უფრო მეტი შემოაქვს ჩინეთიდან, ვიდრე გააქვს (იმპორტი - 39%, ექსპორტი - 10%), ანუ იმპორტი ექსპორტს 6-ჯერ აჭარბებს. გამოდის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით უფრო მეტად ჩინეთი სარგებლობს. ყველაზე უსიამოვნო ამ ციფრებში ისაა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი არ იზრდება,ხ, პირიქით, უფრო შემცირდა და ეს იმ დროს, როცა ქართული ღვინით მოვაჭრეები ჩიოდნენ - ავსტრალიური, ახალზელანდიური და ჩილელი კომპანიები კონკურენციას გვიწევენო. ახლა, როცა საქართველოს სხვებთან ერთად თანაბარი პირობები აქვს, ექსპორტი მაინც არ მატულობს. იმედი მაქვს, რაც დრო გავა, სიტუაცია გამოსწორდება.


შევნიშნავ, რომ ჩინეთი საქართველოს ეკონომიკისათვის უმსხვილესი ინვესტორი არ არის. ბოლო წლებში პირდაპირი ინვესტიციები 25 მილიონი დოლარიდან 50-მდე გაიზარდა. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ორმაგ მატებას, მაგრამ მეორე მხრივ - ინვესტიციები იმდენად მცირეა, რომ ამით ჩინეთი საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ თავის მინიმალურ ყოფნას აფიქსირებს. ჩმი აზრით, ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი - საქართველოს საინვესტიციო ბაზარი ჯერ კიდევ არ პსაუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, მეორე - ჩინეთი ძირითადად ინვესტიციებს დებს იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც არსებობს სასარგებლო წიაღისეულის მდიდარი რესრუსები, რაც საქართველოში არ არის. და მესამე - პოლიტიკური მიზეზი - პეკინს არ სურს დიდი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი გააღიზიანოს.


რაც შეეხება ჩინელი ინვესტორების ინტერესების სფეროებს საქართველოში, ესაა ბუნებრივი რესურსები, ხის დამმუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ვაჭრობა. ამავე დროს, საქართველოს შეუძლია ჩინეთი უფრო მეტად მიიზიდოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ლოჯისტიკური პირობებით, უნიშვნელო პოლიტიკური და ფინანსური რისკებით, რაც იდეალურია „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტისათვის“.


გ) ბაქო-თბილისი-ყარსი: პერსპექტივა ჩინეთისათვის


„დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ისარგებლებს. ნათქვამია, ჩინელები გადაწყვეტილებებს გვიან იღებენ, მაგრამ როცა გადაწყვეტენ, საქმეს სწრაფად აკეთებენ. მჯერა, რომ უახლოეს ხანში გავხდებით იმის მოწმენი, რომ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სამხრეთკავკასიური რკინიზგზის მაგისტრალით ჩინეთი აუცილებლად დაინტერესდება“.


წყარო: «Vzglyad // Азербайджанский взгляд» (აზერბაიჯანი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930