გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესარიონ ხვინთელიანი: საკანში გულის ინფარქტი გადავიტანე, 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერავის ვხედავდი, ხმები კი მესმოდა - მოკვდა, მოკვდაო, ექიმი სამი დღის შემდეგ შემოვიდა

15-05-2025

„საკანში გულის ინფარქტი გადავიტანე. 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერავის ვხედავდი, ხმები კი მესმოდა - მოკვდა, მოკვდაო. პატიმრებმა პულსი დამითვალეს, 18-20 აქვსო. ექიმი სამი დღის შემდეგ შემოვიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესარიონ ხვინთელიანმა ისაუბრა.


ბესარიონ ხვინთელიანის განცხადებით, ყოველ კვირას, რამდენიმე დღეში ერთხელ, გლდანის ციხის ე.წ რეშკიდან გვამები გამოჰქონდათ. „ყველაფერ ამას მოჰყვა მოციმციმე არითმია, რასაც თან ვატარებ. ტუბერკულოზიანების საშხაპეში ორჯერ მაბანავეს, გაუსაძლის ცხელ წყალში, ისედაც გვაბანავებდნენ გაუსაძლის ცხელ წყალში, მაგრამ შემდეგ გავიგე და მითხრეს, რომ გაგიმართლაო [ტუბერკულოზი რომ არ გადაედო].


გლდანში ფიზიკურად ცემის დროს ვლოცულობდი, რაც ძალიან უკვირდათ. ყოველ კვირას, რამდენიმე დღეში ერთხელ, სამწუხაროდ ამას ვხედავდი, ე.წ რეშკიდან გვამები გამოჰქონდათ, მათი ყვირილი ქრისტიანები არ ხართ, რას შვრებით?! მთელი ამბავი და შემდეგ თორმეტ საათზე, პირველზე ბევრჯერ მინახავს გვამები გამოჰქონდათ გლდანის ციხიდან“, - განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031