გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთ თვეში საქართველოში შიდსის 20-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13-02-2019

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს შიდსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, აივ-ით ინფიცირების 7453 შემთხვევაა დადგენილი მათგან 5578 მამაკაცია, 1875 კი - ქალი.


პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.


შიდსი განუვითარდა 3969 პაციენტს, 1523 გარდაიცვალა. ცენტრის ინფორმაციით, არვ მკურნალობაზეა 4597 (მათ შორის აფხაზეთში - 532) პაციენტი.


ინფიცირებულთა 46.4%-ს დაავადება ჰეტეროსექსუალური კონტაქტით გადაეცა, 39.9%-ს ინექციური ნარკომანიით, 11.2% კი ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით.


ვერტიკალური გზით დაინფიცირდა 1.4%, სისხლის გადასხმით 0.5%. 0.7% პრცენტი კი იმ ადამიანებზე მოდის, რომელთა ინფიცირების გზაც დაუდგენელია.


საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.


წყარო: Newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031