27-01-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოც და უკრაინაც მისი სამშობლოა.
ამ თემაზე სააკაშვილმა რუსული გამოცემის, «Новая газета»-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემი ცხოვრების 13 წელიწადი უკრაინაში გავატარე: 5 წელი ვსწავლობდი, 2 წელი არმიაში ვმსახურობდი. სწავლის შემდეგ აქ კიდევ რამდენიმე თვე ვიყავი. მერე რა, რომ ეს საბჭოთა პერიოდში იყო? ორივე რევოლუციაში ვმონაწილეობდი, განსაკუთრებით მეორეში, ვეხმარებოდი... უკრაინას საქართველოსაგან არ ვასხვავებ, ჩემთვის უკრაინელები მშობლიური ხალხია. მათ მე მიშვილეს, ისინი მომწონს. ჩემთვის კიევი მშობლიური ქალაქია. ოდესაც ძალიან ჰგავს საქართველოს და ჩემს ბავშვობას მაგონებს. უკრაინელები თავიანთი ტიპაჟით და ხასიათებით ძალიან ჰგავნან ქართველებს. მოკლედ, უკრაინასთან მე ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა.
მე არ ვამბობ, რომ ადამიანს ხუთი სამშობლო უნდა ჰქონდეს, მაგრამ ორი შეიძლება, თუ ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს. უკრაინა საქართველოს უფრო ჰგავს, ვიდრე რუსეთს, თუმცა უკრაინაში რუსულად უფრო ლაპარაკობენ, რადგან საერთო საბჭოური ბაზისი არსებობდა. უკრაინელებს იმპერიული იდეები არ აწუხებთ, ამიტომაც ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს უკეთესად უგებენ. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ უკრაინა ევროპის ძლიერი სახელმწიფო უნდა გახდეს, მას ამისთვის ფართობი და რესურსები საკმარისი აქვს. უკრაინას შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წამყვან სახელმწიფოდ გადაიქცეს ისე, როგორც ეს საქართველომ [კავკასიის რეგიონში] გააკეთა. დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ რეფორმების საკითხში სტანდარტი შევქმნით. უკრაინასაც შეუძლია გავლენის მოპოვება „რბილი ძალით“ ისე, რომ არავის დაემუქროს და არ დააშინოს. იმპერიული იდეები მხოლოდ რუსეთს აქვს, უკრაინას კი არ ჭირდება“-განაცხადა სააკაშვილმა.
ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: www.newspress.ge
15-05-2025