გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
“ბიზნესმენებს ვურჩევ ინვესტიციები უფრო ავღანეთში ან ერაყში ჩადონ, ვიდრე აფხაზეთში”-რუსი ექსპერტი

14-02-2019

„იმ ბიზნესმენებს, რომლებთაც კაპიტალის დაბანდება სურთ, ვურჩევ ინვესტიციები უფრო ავღანეთში ან ერაყში ჩადონ, ვიდრე აფხაზეთში, - ამბობს «Свободная пресса»-სთან საუბარში სერგეი ჟავორონკოვი, მოსკოვის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - დღეს ტერმინი „აფხაზეთი“, ჩემი აზრით, „ნგრევის“ სინონიმი გახდა“ საკმარისია შეხედოთ უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, რკინიგზის ვაგზალს, სხვა ობიექტებს და თქვენ თვითონვე დარწმუნდებით.


ბევრი აფხაზი, თავის მართლების მიზნით ამბობს, რომ ეს ყველაფერი 1992-1993 წლების ომის შედეგებიაო, მაგრამ, ვფიქრობ, მიზეზი უფრო ბანალურია - აფხაზებს მუშაობა არ სურთ. რუსებს აფხაზეთში უფლება არ აქვთ მიწა და უძრავი ქონება შეიძინონ, ისინი იძულებულნი არიან იჯარით გაიფორმონ ან კიდევ რაღაც ადგილობრივი სქემებით ისარგებლონ, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ადგილობრივი რეიდერების მსხვერპლნი ხდებიან. აფხზეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“. ცნობილია სკანდალური შემთხვევა, როცა პარლამენტი დიდი ხნის განმავლობაში არ იძლეოდა ნებართვას მკვლელი დეპუტატის ნოდიკ კვიცინიას დაპატიმრებაზე, მან მიმალვა შეძლო და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდა მისი დაკავება შესაძლებელი“.


მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: region.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031