გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე ალაზანზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

30-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე მოქალაქეს თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 კგ. თევზი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  


ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წლის 5 თვეში, მხოლოდ კახეთში, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს.  მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდნენ ბრაკონიერები 6 შემთხვევაში. უკანონოდ მოპოვებული თევზის რაოდენობა 75,49 კილოგრამია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.


ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031