გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა - "ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია"

20-12-2017

გარდაიცვალა, გასული საუკუნის, 70-იანი წლების ლეგენდარული მომღერალი, არჩილ ჩიხლაძე. მომღერალმა, სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში, დაასრულა. თავშესაფრის ხელმძღვანელის,  მერაბ შათირიშვილის ინფორმაციით, მომღერალს ფილტვების ანთება დაემართა, რის შემდეგაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  
თავშესაფრის "Barbare XXI – Home For The Elderly"-ის ხელმძღვანელი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი, მერაბ შათირიშვილი, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
"გარდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალა Barbare XXI – Home For The Elderly -ში, რომლის ერთერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს…” – წერს მერაბ შათირიშვილი.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930