გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გორგაძეს იმპერატორის თასი იაპონიის განთლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა გადასცა

28-01-2018

ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველ გამარჯვებულს, ლევან გორგოძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განთლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ საზეიმოდ გადასცა. ტოკიოში, სუმოს ცენტრალურ დარბაზ კოკუგიკანში გამართულ გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.


ქართველი სუმოისტის უპრეცედენტო გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს ვიცე - პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში ქართული დიასპორის წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს გაუსვა ხაზი: „გულითადად ვულოცავ მთელ საქართველოს ტოჩინოშინის - ლევან გორგაძის გამარჯვებას! მეამაყება რომ სუმოს ისტორიაში ლევანია ერთ-ერთი ევროპელი იმ სამთაგან ვინც გახდა სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდოს - იმპერატორის თასის მფლობელი. ლევანმა ამ წარმატებით და ასევე საკუთარი მოღვაწეობით უკვე მრავალი წელია მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა საქართველოს! გულითადი მადლობა ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს, რომლებიც დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ლევანის მიმართ და ქართველებთან ერთად ზეიმობენ მის გამარჯვებას! გასულ წელს იაპონიაში ჩემი ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობის სახელით ლევანს მივანიჭეთ ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება, ეს ტიტული სიმბოლურად გამოხატავს ერთგვარ ხიდს რომლითაც ლევანი თავისი წარმატებული მოღვაწეობით აკავშირებს საკუთარ სამშობლოს არა მხოლოდ იაპონიასთან, არამედ მთელს მსოფლიოსთან! ლევანის წარმატება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რაოდენ დიდი პოტენციალის და ნიჭის მატარებელია ჩვენი ერი, რამხელა სიმაღლეებს აღწევენ ქართველები მთელს მსოფლიოში!“ -აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მილოცვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031