გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რამზან კადიროვი: ადრე თუ გვიან საქართველოში გააცნობიერებენ, რომ მათთვის რუსეთზე ახლო და ერთგული ქვეყანა არ არსებობს

28-01-2018

ჩეჩნურმა გამოცემამ - საინფორმაციო სააგენტომ («Чеченинфо») გაავრცელა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება საქართველოს შესახებ, რომელიც მან რუსულ სოციალურ ქსელში («В контакте») საკუთარ გვერდზე განათავსა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:


„მე დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა ჩეჩნეთიდან საქართველოში მიმავალ გზას ჩამონაქცევებისაგან გავწმენდთ და მას თანამედროვე ტრასად გადავაქცევთ. ეს იქნება რუსეთ-საქართველოს მეგობრობის გზა. ჩვენ, ჩეჩნები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში სახელმწიფო დონეზე გააცნობიერებენ, რომ მათთვის რუსეთზე ახლო და ერთგული ქვეყანა, რუსებზე მეტად მშობლიური ხალხი არ არსებობს.


მე ახლა გროზნოს მერის მუსლიმ ხურჩიევის საქართველოში ყოფნის ამსახველი პუბლიკაციების კრებული მომიტანეს. ძალიან გავერთე მასალების კითხვით! მომეჩვენა, რომ ხელში დეტექტიური რომანი მქონდა და იმას ვკითხულობდი, ისე საიდუმლოდაა აღწერილი ყველაფერი! როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, სასაცილოც არის და სატირალიც! ბატონო ჟურნალისტებო, განა რა ისეთი საიდუმლო გამოაშკარავეთ? სერიოზულობის ნატამალი აღარ შეგრჩათ? განა ვინმემ დაგიმალათ რუსეთის მოქალაქის მუსლიმ ხურჩიევის საქართველოში ყოფნა? ეს არც ჩვენ გვიცდია და არც თვითონ მუსლიმ ხურჩიევს. მან საზღვარზე ჯერ რუსული, შემდეგ ქართული პოსტები გაიარა, წარადგინა პასპორტი... რა, იგი პირდაპირ ტელევიზიაში უნდა მისულიყო და განეცხადებინა ყველას გასაგონად - თბილისში ჩამოვედიო?


სერიოზულად თუ ვიტყვით, ჩვენთვის ამაში არაფერი უჩვეულო არაა. საქართველო რუსეთის უახლოესი მეზობელია, ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს. ჩეჩნეთის მცხოვრებლები საქართველოში ხშირად დადიან, ეცნობიან მის ღირსშესანიშნაობებს, ისვენებენ, მეგობრებს ხვდებიან. რა თქმა უნდა, საქართველოში ჩეჩენი თანამდებობის პირებიც იმყოფებიან ხოლმე კონკრეტული მიზნით. ყველაზე უფრო ხშირად საქართველოში ჩადიან ჩვენი მეცნიერები თავიანთ საუნივერსიტეტო კოლეგებთან, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქივების მუშაკები. შესაძლოა მათ შორის მინისტრებიც არიან. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩვენს და ქართველ აკადემიკოსებს, მწერლებს, მხატვრებს და კულტურის მუშაკებს შორის ზალიან მჭიდრო და თბილი ურთიერთობები არსებობს. გრონოშიც ჩვენ ქართველ კოლეგებს ისე ვხვდებით, როგორც ყველაზე ძვირფას სტუმრებს.


ჩვენ არასდროს და არავისთვის არ აგვიკრძალავს საქართველოში ჩასვლა და კარი არც ქართველებისთვის არ დაგვიხურავს. ჩვენ პოლიტიკას არ ვეხებით. პოლიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერალური ხელისუფლების სხვა ორგანოების საქმეა, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებს არასდროს არ გავწყვეტთ. დადგება დროს და მდინარე არღუნის ხეობაში რკინიგზას გავიყვანთ, რომელიც თბილისს, გროზნოს გავლით, მოსკოვთან დააკავშირებს, ხოლო გროზნოს, თბილისის გავლით, თურქეთთან. რა თქმა უნდა, მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობასაც დავამყარებთ.


ჭაღარა კავკასიონმა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს. კავკასიონი არასდროს არ იქნება გადაულახავი ბარიერი ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930