გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სკანდალი: სომეხი ძალოსანი ქალი მამაკაცი აღმოჩნდა

16-02-2019

სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას.


ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციაში ამბობენ, რომ სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი, რომელიც სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა, შესაძლოა სომხეთისთვის მძიმე სასჯელად იქცეს.


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.


სომეხი ძალოსანი, მელინა დილაზიანი ევროპის ორგზის და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონია. მან თავად აღიარა, რომ მამაკაცია და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილომ დილაზიანია. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს და ინციდენტსა და გაყალბებაში თავის მწვრთნელს ადანაშაულებს. დილაზიანის განცხადებით, ის მწვრთნელმა აიძულა, რომ სქესი “შეეცვალა” და თავი ქალად გაესაღებინა.


31 წლის ახლა უკვე ყოფილი სპორტსმენი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მან სომხეთი 2018 წლის სკანდალის შემდეგ დატოვა და მედიასთან შემდეგი განმარტება გააკეთა:


“მე ცისფერი ვარ. ამის გამო, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქალთა ნაკრებში თამაში შემომთავაზა. დიახ, მე ვცხოვრობდი ჩემს მწვრთნელთან. მისი სიტყვები ჩემთვის კანონი იყო. მე დავიბადე ბიჭად, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა”, – განაცხადა დილაზიანმა.




Recorder.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930