გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას

19-02-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ, უმუშევრობის მაჩვენებლის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას.


„2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული.


დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა.


აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში“ -აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031