20-02-2019
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს
შეხვდა. მათ ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გერმანიის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც მონაწილეობს გერმანია, - როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობა, ახალ მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ჩვენი მხრიდან გრძელდება ის პოლიტიკა, რომელიც გასულ წელს დაიყო, - რომ გავაძლიეროთ ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან და არ დავკარგოთ ეს კავშირები. თუმცა, ეს ვერ იქნება გრძელვადიანი პოლიტიკა, რადგან გრძელვადიანი პოლიტიკა ნიშნავს, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს. ამის ძალა ჩვენ მარტო არ გაგვაჩნია. ესაა დამოკიდებული პოლიტიკური დონის დიალოგზე, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს შეუძლიათ“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.