გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2019 წელს პოლიციამ 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო

21-02-2019

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, სადაც პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტების შესახებ ისაუბრა. ბრიფინგზე ასევე, ცნობილი გახდა მიმდინარე წლის განმავლობაში, დღემდე, პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკებისა და ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულების საერთო რაოდენობა.


„ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი", 650 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა.“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031